Accessibility links

83 წლის ასაკში გარდაიცვალა შვედი მსახიობი ანიტა ეკბერგი, რომელიც მსოფლიო კინოს ვარსკვლავად აქცია ფედერიკო ფელინის ფილმ „ტკბილ ცხოვრებაში“ შესრულებულმა როლმა.

20 წლის ასაკში ანიტა ეკბერგმა „მის შვედეთის“ ტიტული მოიპოვა და „მის სამყაროს“ ფინალისტი გახდა აშშ-ში, სადაც ჰოლივუდთან პირველი კონტრაქტი გააფორმა. „ტკბილი ცხოვრების“ გარდა, ის გადაღებულია ფელინის კიდევ რამდენიმე ფილმში, მათ შორის „ბოკაჩო 70“-ში და „ინტერვიუში“.

ანიტა ეკბერგი იტალიაში, რომის გარეუბანში მდებარე ხანდაზმულთა სახლში გარდაიცვალა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG