Accessibility links

logo-print

ნანა ჩიტაძე: "გარევაჭრობა მიუღებელია, თუმცა მოსახლეობას ძალიან უჭირს“


ახალციხე

ახალციხე

გარევაჭრობა ახალციხეში შემცირებულია, თუმცა გაჭირვებული მოსახლეობა მოწეულ პროდუქტს ქუჩაში მაინც ყიდის – ამაზე ლაპარაკობენ როგორც მომხმარებლები, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ქუჩაში მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათი პროდუქტი მოწმდება და არავის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ქუჩაში ვაჭრობა ახალციხეში ძირითადად ე.წ. ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზეა. გარემოვაჭრეების გასაყიდი პროდუქტი მცირეა და არც დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, თუმცა ამბობენ, რომ მომხმარებლები მაინც ჰყავთ. ქუჩაში ნაყიდ პროდუქციაზე ახალციხელთა აზრი სხვადასხვაგვარია.

ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გარემოვაჭრეთათვის გაფრთხილების დროს მიცემულ ვადებზე ლაპარაკობს და აქცენტს მოქალაქეთა მძიმე სოციალურ პირობებზე აკეთებს. ნაირა სამსონიძე მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში გარევაჭრობის თაობაზე პირველ ეტაპზე ზომები უკვე მიიღეს, რაც კონკრეტულ ქუჩებში გარემოვაჭრეთა გაფრთხილებას გულისხმობს. ქალაქის მერია მეორე ეტაპისთვის ემზადება.

ქალაქ ახალციხის მერიაში ზედამხედველობის სამსახური დაახლოებით ათი თვის წინ ჩამოყალიბდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG