ქალის დისკრიმინაცია და სამსახური
ჩვენს რეალობაში საკმაოდ ხშირად გვხვდება ქალთა დისკრიმინაციის შემთხვევები - სქესის, ასაკისა და ოჯახური მდგომარეობის მიხედვით - როგორც სამუშაო ადგილებზე, ასევე დამსაქმებლის მიერ თანამშრომლების შერჩევის პროცესში. კიდევ ერთი ამ ტიპის გამოვლინება სულ ახლახან გააპროტესტა სახალხო დამცველმა და მიუთითა კონკრეტულ კომპანიას, რომელიც მდივნის ვაკანსიისთვის ეძებდა „6-დან 25 წლამდე ასაკის გოგონას“, „დასაოჯახებელსა“ და „სრულიად უკომპლექსოს“, მისდიოს თანასწორობის პრინციპს და თანამშრომლები არა სქესის, ასაკისა და ოჯახური მდგომარეობის, არამედ კონკრეტული უნარებისა და პროფესიონალიზმის მიხედვით შეარჩიოს. რა ასაზრდოებს ქალების მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომებს სამსახურში გადაცემის სტუმრები არიან „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი ნინა აბრამიშვილი და „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი ლიკა ჯალაღანია. გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება.
ეპიზოდები
-
მარტი 19, 2024
ვის დარჩება ბახმარო?
-
მარტი 11, 2024
შვილი: გელა მთივლიშვილი
-
თებერვალი 24, 2024
უკრაინელი და რუსი პირისპირ
-
თებერვალი 22, 2024
დეპორტაციის ისტორია - დააბრუნებენ ქართველების ოჯახს ავსტრიაში?
-
თებერვალი 17, 2024
ბიძინა ბარათაშვილი - 8 ფოტო არქივიდან