Accessibility links

logo-print

გეი-კლუბზე თავდამსხმელს კავშირი ჰქონდა „ისლამურ სახელმწიფოსთან“


აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, აშშ-ის შტატ ფლორიდაში გეი-ბარზე მოწყობილ სისხლიან თავდასხმაში ბრალდებულს ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ჰქონდა კავშირი.

თავდასხმის მოწყობამდე, 12 ივნისის დილით ომარ მატენიმ დარეკა პოლიციის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში და განაცხადა, რომ ერთგულება შეჰფიცა „ისლამურ სახელმწიფოს“. 12 ივნისს ქალაქ ორლანდოს ერთ-ერთ ღამის გეი-კლუბში სროლის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა და 53 დაიჭრა. მამაკაცი, რომელმაც დაიწყო სროლა და მძევლები აიყვანა ღამის კლუბში, მოკლულია. პოლიციის ცნობით, ავღანური წარმოშობის ომარ მატენი შეიარაღებული იყო შაშხანითა და პისტოლეტით, ასევე მოეპოვებოდა საეჭვო მოწყობილობა. გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლის თქმით, მათ ჯერ ვერ მოიპოვეს მტკიცებულება, რაც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ომარ მატენის პირდაპირ კავშირს დაადასტურებდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG