Accessibility links

logo-print

გელა გიორგაძე: სტადიონზე „გადასროლისწინა“ წვრთნებში მონაწილე ქვედანაყოფი ნახეთ


გელა გიორგაძე

გელა გიორგაძე

ყველას ახსოვს ამასწინანდელი ძალიან დაძაბული თამაში გერმანიაში, სადაც 11 ოქტომბერს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდი მსოფლიოს ჩემპიონთან, გერმანიის ნაკრებთან, დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა - 1:2. თამაში ლაიფციგში "რედ ბულ არენაზე" გაიმართა. ამ მატჩში ქართველ ფეხბურთელებს სტადიონზე ომახიანად გულშემატკივრობდა ქართველი ჯარისკაცების ქვედანაყოფი, რომელიც ლამის მთელმა მსოფლიომ იხილა, თუმცა, რაკი ევროპელმა კომენტატორებმა არაფერი იცოდნენ, საქმეში ჩაუხედავ ადამიანს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ ეს იყო ქართველი ფანების ორიგინალობა. სინამდვილეში კი ტრიბუნაზე ნამდვილი ჯარისკაცები ისხდნენ, რომლებიც სულ მალე ავღანეთში გაემგზავრებიან. იმის გასაგებად, თუ ვინ არიან ეს ქართველი ჯარისკაცები და როგორ მოხვდნენ ისინი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საფეხბურთო არენაზე, ჩვენ ბერლინში დავუკავშირდით საქართველოს სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ გელა გიორგაძეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG