Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის შედეგად დაზარალებულთა საქმეები ჰააგის სასამართლოში


ომის შედეგად დაზარალებულთა საქმეები ჰააგის სასამართლოში
please wait

No media source currently available

0:00 0:50:23 0:00

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ანგარიშის თანახმად, დაზარალებულთა უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ. საქართველოდან წარგზავნილია 7 ათასამდე დაზარალებულის მიდგომები საგამოძიებო პროცესის შესაძლო დაწყებასთან მიმართებით. 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული გამოძიების დაწყება-არდაწყების ბედი წინასასამართლო პალატამ უნდა გადაწყვიტოს, პროკურორის ოფისიდან 4 დეკემბერს მიწოდებულ საგანგებო ანგარიშსა და სხვა მასალებზე დაყრდნობით. მასალების დიდი ნაწილი ჰააგაში 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ გაგზავნა. რა ტიპის დანაშაულების სამიზნე გახდნენ მშვიდობიანი ადამიანები აგვისტოს ომის დროს და რატომ ჭარბობენ მათ შორის ქალები? გადაცემის სტუმრები არიან: თამარ აბაზაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, და ნიკოლოზ ლეგაშვილი, „კონსტიტუციის 42-ემუხლის" იურისტი. გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება.

XS
SM
MD
LG