Accessibility links

logo-print

როგორ იკვებებიან ქალები სოფლად - ფიზიკურად თუ სულიერად...


„ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 70% სურსათის უკმარისობას განიცდის და შიშობს, რომ მომავალში ეს მდგომარეობა შესაძლოა კიდევ გაუარესდეს“... ამბობს „ოქსფამის“ საქართველოს წარმომადგენლობის კვლევა. და ასევე ამბობს ძალიან მძიმე სათქმელს, რომ სწორედ ასეთ ვითარებაში, ქალები ხშირად მამაკაცებს უთმობენ ლუკმას.... რას გულისხმობს ეს ამბავი უფრო კონკრეტულად და რას ნიშნავს მცირე მეურნეობების მხარდამჭერი პროგრამა, „გენდერულ ამბებში საუბრობენ - "ოქსფამის" გენდერის პროგრამების მენეჯერი თათია ვაშაკიძე და "ოქსფამის" სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის პროგრამის მენეჯერი ლევან დადიანი. გადაცემის მეორე ნაწილში კი, გენდერულ ბლოგებზე, სათქმელსა და სტერეოტიპებზე საუბრობენ მედიის განვითარების ფონდის სპეციალური ტოლერანტობის პრიზის მფლობელი ნასტასია არაბული და ინტერნეტგამოცემა mastsavlebeli.ge-ს მთავარი რედაქტორი ნატო ინგოროყვა. გადაცემას მარინა ვაშაყმაძე უძღვება.

XS
SM
MD
LG