Accessibility links

გენდერული პარამეტრი საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმებში


10 დღე გავიდა თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ. ტკივილი არ განელებულა, თუმცა განსჯა და მომხდარის გააზრება ახლა უკეთ შეიძლება. რა როლი აქვს ამ ყველაფერში ქალს, როგორია ქალის ბედი ბუნებრივი კატასტროფების დროს. ჯერ კიდევ 2008 წელს ჩატარებულ კვლევაში „გენდერი და კლიმატის ცვლილება“ ვკითხულობთ - „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმებში არ არის გათვალისწინებული არანაირი გენდერული პარამეტრი, ქალები და ბავშვები საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისათვის არ განიხილებიან მოწყვლად ჯგუფად.“ რა ხდება ახლა? როგორ დგება ახალი გეგმები? - გადაცემაში - „ფემინსტრიმი“ ანუ „გენდერული ამბები +“. გადაცემის სტუმრები არიან - თამარ ბაგრატია, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი და ახალგორის მკვიდრი თამარ მეარაყიშვილი. გადაცემა მომზადებულია რადიო თავისუფლების, ქალთა ფონდისა და ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის ერთობლივი ძალებით და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროსთან პარტნიორობით.

XS
SM
MD
LG