ქალები ცვლილებებისთვის!
რა იდეებს შეასხამენ ფრთებს ქალები, თუკი მათ უფრო მეტი ჩართულობისა და მონაწილეობის საშუალება მიეცემათ? სად უნდა ეძებონ პოლიტიკოსმა კაცებმა თანამებრძოლი ქალები? და როგორ უნდა გავუწოდოთ დახმარების ხელი მათ, ვისაც უჭირს და ეს გასაჭირი კიდევ უფრო გაუსაძლისია ახალი წლის დღეებში? სტუმრები: ქეთი მსხილაძე – მედიის განვითარების ფონდის წარმომადგენელი და თინათინ მოსიაშვილი – ჟურნალისტი. გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება.