Accessibility links

ცხელი დროა გლეხებისთვის, მეღვინეებისთვის - საქართველოში რთველი დაიწყო. ვაზის მოვლის, ღვინის დაყენების მრავალათასწლიანი ტრადიცია ქართველებს საშუალებას აძლევს, სიამაყით განაცხადონ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. ამ ტრადიციებს სტერეოტიპებიც ახლავს თან, მაგალითად, ის, რომ მეღვინეები, ისევე როგორც მევენახეები, ძირითადად კაცები არიან. თუმცა ეს ბოლომდე ასე არ არის. წლევანდელ რთველზე, მეღვინეობაზე, მევენახეობაზე და ამ დარგთან დაკავშირებულ წარმატებებსა და პრობლემებზე „გენდერულ ამბებში“ მზია ფარესიშვილთან საუბრობენ ღვინო „მანდილის“ მწარმოებელი თეა მელანაშვილი და " მეღვინეობა ხარებას“ აღმასრულებელი დირექტორი მერაბ გაბუნია.

XS
SM
MD
LG