Accessibility links

logo-print

ქალი, რელიგია და თანასწორობა


2015 წლის 8 მარტს ხელი მოეწერა საქართველოს რელიგიურ გაერთიანებათა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ერთობლივ დეკლარაციას. დეკლარაციაში „ქალი - მშვიდობის დესპანი“ აღნიშნულია, რომ, დოგმატური განსხვავებების მიუხედავად, ყველა რელიგიური გაერთიანებისათვის ერთნაირად მიუღებელია ქალთა მიმართ ძალადობა და ჩაგვრა, გმობდნენ და კვლავაც დაგმობენ ქალებისადმი ადამიანის ღირსების შემლახველ დამოკიდებულებას, ჩაგვრისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ყოველგვარ ფორმას. იმის შესახებ, თუ როგორ სრულდება ეს განცხადება ცხოვრებაში, ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე და ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი ნინო ცაგარეიშვილი საუბრობენ. საუბარს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში მზია ფარესიშვილი უძღვება.

XS
SM
MD
LG