Accessibility links

logo-print

პარტიული სიების გენდერული ანალიზი


8 სექტემბერს პოლიტიკურმა პარტიებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგინეს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის დასარეგისტრირებელი საბოლოო პარტიული სიები, სამუშაო ჯგუფმა კი, რომელიც საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე მუშაობს, პარტიული სიები გენდერულ ჭრილში გააანალიზა და დაასკვნა, რომ, სიებში შეყვანილი ქალების რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პარლამენტში ამჟამად არსებული გენდერული თანაფარდობაც კი - ანუ, დაახლოებით, 11%-იანი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობაც კი - არ შედგება. ამ საკითხზე გადაცემაში „გენდერული ამბები“ ისაუბრებენ. გადაცემის სტუმრები: ბაია პატარაია - კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელი; ნინო ლომჯარია - „სამართლიანი არჩევნების“ კონსულტანტი საარჩევნო და სამართლებრივ საკითხებში. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG