Accessibility links

logo-print

ქალთა უფლებები და გენდერული სტერეოტიპები


დღეს „გენდერულ ამბებში“ სახალხო დამცველის აპარატში შექმნილი თანასწორობის დეპარტამენტის მიზნებსა და ამოცანებს შევეხებით. განვიხილავთ ამ დეპარტამენტის მიერ მომზადებულ პირველ წინადადებას, რომელიც ეხება „საქართველოს ბანკის“ რეკლამას სახელწოდებით „ქმარკომატი“. აღნიშნული რეკლამა სახალხო დამცველმა სექსისტურად და გენდერული სტერეოტიპების დამკვიდრების ხელშემწყობად მიიჩნია. სახალხო დამცველის რეკომენდაციაზე საქართველოს ბანკის მიმართ სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაკა გიოშვილი საუბრობს. ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის თემას განავრცობს გადაცემის მეორე სტუმარიც, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, თამარ დეკანოსიძე. იგი ადამიანის უფლებების შესახებ ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიშის მთავარ მიგნებებზე გაამახვილებს ყურადღებას. გადაცემას ნონა მჭედლიშვილი უძღვება.

XS
SM
MD
LG