Accessibility links

logo-print

მამებმა რომ შვილებთან ურთიერთობის ბედნიერება არ მოიკლონ


წელს პირველად, 19 ივნისს, საქართვლოში მამის დღე აღინიშნა. ღონისძიება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების ინიციატივის ნაწილია, რომლის მიზანია წაახალისოს მამაკაცები ჩაერთონ ოჯახის კეთილდღეობისათვის ზრუნვაში, მეტად დაუჭირონ მხარი ქალთა თანასწორობას და თანაბრად გაინაწილონ საოჯახო საქმე. მამაკაცების მზრუნველობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქალების, ბავშვებისა და, ზოგადად, ქვეყნის კეთილდღეობისთვის. მამის დღის დაწესებასა და მამების წახალისებაზე საუბრობენ გადაცემის სტუმრები სალომე ბენიძე - გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციისა და ადვოკატირების ოფიცერი და სოფო დათუაშვილი - ორგანიზაცია “We Care”-ის წარმომადგენელი. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG