Accessibility links

„გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდი 2016 წლიდან იწყებს კამპანიას „კაცები ზრუნავენ“, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად განხორციელდება. კამპანიაში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები - სახელოვნებო, სპორტული, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები - ჩაერთვებიან. გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ 2014 წელს ჩატარებულმა კვლევამ „კაცები და გენდერული ურთიერთობები“ დაადასტურა კაცთა მზრუნველობისა და ჩართულობის უდიდესი მნიშვნელობა ქალთა, ბავშვთა და, ზოგადად, საზოგადოების კეთილდღეობისთვის. კვლევის თანახმად, კაცების 43 %-ს თითქმის არასოდეს წაუკითხავს წიგნი საკუთარი შვილისთვის, 13 % - იშვიათად, ხოლო 6 % არასოდეს ესაუბრება მოზარდ შვილებს პრობლემების შესახებ. არსებული სტერეოტიპები, დამკვიდრებული კლიშეები ხელს უშლით კაცებს აიღონ პასუხისმგებლობა და იყვნენ მზრუნველი მამები, მეუღლეები, პარტნიორები და ოჯახის წევრები. კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს კაცებს გააცნობიერონ, რომ მათი დამოკიდებულების შეცვლა და ზრუნვა აუცილებელია უკეთესი საზოგადოების შესაქმნელად. კამპანია იწყება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "Promundo"-სთან ერთად. „გენდერულ ამბებში“ საუბრობენ მარიამ ბანძელაძე - გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელი, პროგრამის მენეჯერი და ნინია მაჭარაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია "WeCare"-ის წარმომადგენელი. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG