Accessibility links

პროფესიული განათლება


საქართველოში კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება უმუშევრობა. ეს ვრცელდება როგორც ქალებზე, ისე კაცებზე. სამსახურის მაძიებლები ჩივიან, რომ სამუშაო ადგილები არ არის, დამსაქმებლები კი იმაზე, რომ ძალიან ძნელია კვალიფიციური სპეციალისტების მოძებნა. პროფესიული განათლების განვითარების აუცილებლობას აღიარებს საქართველოს მთავრობაც. 20 სექტემბერს დასრულდა პროფესიული პროგრამებით სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია. უახლოეს მომავალში მათ უნდა ჩააბარონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ტესტები პროფესიულ უნარებსა და საგნებში. როგორ მიდის ეს პროცესი, რამდენად რთულია ან აუცილებელი, იყო დიპლომირებული სპეციალისტი. ამის შესახებ მზია ფარესიშვილს ესაუბრება განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი თამარ ქიტიაშვილი.

XS
SM
MD
LG