Accessibility links

logo-print

ქალები თემის გაძლიერებისთვის


როგორ ცდილობენ ქალები რეგიონებში გახდნენ საზოგადოებრივად აქტიური პირები, მიიღონ მონაწილეობა იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც პირადად მათ თემს ეხება, მით უმეტეს, როცა ეს თემი საოკუპაციო ზოლთან მდებარეობს? ამის შესახებ ჰყვება ნინო ჩიბჩიური, ხელმძღვანელი ნიდერლანდების ინსტიტუტის "მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" (NIMD) პროექტისა „ქალები თემის გაძლიერებისთვის“. მისი თქმით, ამ პროექტის ფარგლებში, ახალუბნის, შავშვებისა და ზეღდულეთის თემებში შემავალ სოფლებში მცხოვრებ 40 ქალს დაეხმარნენ აქტიურად ჩართულიყვნენ დასახლების საერთო კრებებში, მონაწილეობა მიეღოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვაში. პროექტის ერთ-ერთი ბენეფიციარი, ზეღდულეთელი ნინო სხილაძე, იმ სიძნელეებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც სოფლად მცხოვრები ქალები აწყდებიან. გადაცემას მზია ფარესიშვილი უძღვება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG