Accessibility links

ქალი - ქალაქები და გენდერი განათლებაში


რამდენიმე დღის წინ გალერეა „კონტეინერში“ გაიხსნა ფოტოგამოფენა „ქალაქები“. ფოტოგამოფენა იმ მხრივ არის საინტერესო და გამორჩეული, რომ ფოტოგრაფმა გადაწყვიტა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქი ქალების სახით წარმოეჩინა. როგორც ის ამბობს, ქალს ბევრი რამის თქმა შეუძლია საკუთარ ქალაქზე უსიტყვოდ, თუნდაც ჩაცმულობით, სიარულის მანერით და ა.შ. რატომ აირჩია ფოტოგრაფმა სწორედ ქალები ქალაქების წარმოსაჩენად? სტუმარი - ფოტოგრაფი თემურ კვირკველია. განათლების პოლიტიკა გენდერული პერსპექტივიდან. რას მოიცავს გამოკვლევა, რომელიც „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ წარმოადგინა და რომელიც განათლების დაწყებით საფეხურზე გენდერული თანასწორობის საკითხებს მიეძღვნა. სქესობრივი გადანაწილება და თანაბარი შესაძლებლობები განათლების ინსტიტუციებში, დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოების გენდერული ანალიზი - ნათია გორგაძემ ამ და კიდევ სხვა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. სტუმარი - ნათია გორგაძე, „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ პროგრამების მენეჯერი.

XS
SM
MD
LG