Accessibility links

დღეს, 8 ივლისს, ფემინისტ კაცებზე ვილაპარაკებთ. მართლაც, რა როლი აქვს მამაკაცს ფემინიზმში? არსებობს თუ არა კაცი ფემინისტი? თუ არიან მამაკაცები, რომელთაც ესმით პრობლემები და თანაუგრძნობენ ქალებს ჩაგვრასა თუ დისკრიმინაციაში? კაცი ფემინისტი სხვა არის და ქალთა მოძრაობაში ჩართული კაცი სხვა? მოკლედ, „კაცები და ფემინიზმია“ დღევანდელი „ფემინსტრიმის“, ანუ „გენდერული ამბების +“, თემა. სიუჟეტი მომზადებულია რადიო თავისუფლების, ქალთა ფონდისა და ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის ერთობლივი ძალებით და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროსთან პარტნიორობით. დღეს მარინა ვაშაყმაძესთან ერთად საუბარს უძღვება ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი ბაია პატარაია. სტუმრები არიან: გენდერის სპეციალისტი გიორგი ურჩუხიშვილი და სოფო ტაბატაძე - ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი.

XS
SM
MD
LG