Accessibility links

გენდერული თანასწორობა ბიზნესსა და პოლიტიკაში


ამ სახელწოდებით 4 წელია იმართება კონკურსი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით. კონკურის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო. წელს ჯილდო გენდერული ბალანსისთვის აღმასრულებელ დონეზე მოიპოვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა. ინსპექტორის მოადგილე ნიკა ბრეგვაძე ლაპარაკობს არა მარტო იმ დამსახურებაზე, რომლის გამოც აპარატმა ეს ჯილდო მოიპოვა, იგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საქმიანობაზეც ჰყვება, აპარატისა, რომელსაც ცოტა ხნის წინ 2 წელი შეუსრულდა. ბიზნესსა და პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას რადიო თვისუფლების კიდევ ერთი სტუმარი - გაეროს განვითარების პროგრამის, „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის" პროექტის ხელმღვანელი, ქეთი მახარაშვილი. საუბარს მზია ფარესიშვილი უძღვება.

XS
SM
MD
LG