Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლტოლვილები და საქართველო


ლტოლვილები და საქართველო
please wait

No media source currently available

0:00 0:46:54 0:00

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის 2015 წლის ივლისის მონაცემებით,სირიიდან ლტოლვილთა რაოდენობამ უკვე 4 მილიონს გადააჭარბა. უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ლტოლვილობის დროს განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ქალები და გოგონები იმყოფებიან. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, სირიიდან - მანამდე კი ერაყიდან - ლტოლვილებმა დახმარებისთვის საქართველოსაც მომართეს. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონალური ოფისის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში სალომე ქუსიკაშვილი და ეთნოსთაშორისი თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის დირექტორი აგიტ მირზოევი "გენდერულ ამბებში" საუბრობენ იმაზე, თუ რა პირობებით ხვდება ლტოლვილებს საქართველო და როგორ იცავს ის უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს. საუბარს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში მზია ფარესიშვილი უძღვება.

XS
SM
MD
LG