Accessibility links

logo-print

„ქალები სრულფასოვანი კვებისთვის”


ხარისხიანი საკვების მიღების, დაბალანსებული კვების აუცილებლობისა და სარგებლობის შესახებ ბევრი გვსმენია, თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში ცოტა თუ მისდევს ამ რჩევას. მიზეზად ბევრი რამ სახელდება, მათ შორის, მოუცლელობა, პირველ რიგში კი, ეკონომიკური სიდუხჭირე. თუმცა, სურვილისა და სათანადო ცოდნის შემთხვევაში, ბევრი რამის მიღწევაა შესაძლებელი. სწორედ ამის წარმოჩენას შეეცადა საერთაშორისო ორგანიზაცია "ოქსფამის" საქართველოს წარმომადგენლობა. ცოტა ხნის წინ დასრულდა ამ ორგანიზაციის მიერ წარმოებული კამპანია „ქალები,როგორც სრულფასოვანი კვების მხარდამჭერები”. რადიო თავისუფლების დღევანდელი სტუმრები - Oxfam-ის სასურსათო უსაფრთხოების პროგრამის მენეჯერი ნინო ედილაშვილი და ამავე ორგანიზაციის გენდერული პროგრამების მენეჯერი თათია ვაშაკიძე - საუბრობენ იმაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ქალის როლი სრულფასოვანი კვების ჩვევის დამკვიდრებაში. საუბარს მზია ფარესიშვილი უძღვება.

XS
SM
MD
LG