Accessibility links

logo-print

რა იციან ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა გენდერულ თანასწორობაზე


გენდერულ თანასწორობასთან ერთად ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მნიშვნელობაზე საუბარს დაეთმო ადამიანის უფლებათა საზაფხულო სკოლის შეკრება სტამბოლში. მასში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა, ოსმა, აფხაზმა იურისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა. თუ რას ფიქრობენ აფხაზი და ოსი აქტივისტები ადამიანის უფლებებზე, გენდერულ თანასწორობაზე, დისკრიმინაციაზე - მოგვითხრობს სტამბოლის შეხვედრის კოორდინატორი, სახალხო დამცველის მრჩეველი კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში, მედეა ტურაშვილი. ადამიანის უფლებათა საზაფხულო სკოლის მონაწილე, კავკასიური სახლის მკვლევარი ედიშერ ბაღათურია „გენდერულ ამბებს" საკუთარ შთაბეჭდილებას უზიარებს. ამ პროექტის დამსახურებით, მან პირველად ჩამოართვა ხელი აფხაზ და ოს თანატოლებს. გადაცემას მზია ფარესიშვილი უძღვება.

XS
SM
MD
LG