Accessibility links

logo-print

რამდენით მეტი ქალი უნდა იყოს პარლამენტში


ყოველი მეორე, ყოველი მესამე თუ ყოველი მეხუთე - რამდენი ქალი და რა გზით უნდა შევიდეს საქართველოს პარლამენტში? რატომ ეწინააღმდეგებიან გენდერულ კვოტირებას კაცები და რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში? რას ნიშნავს სავალდებულო კვოტირება და რატომ და რაში ვერ თანხმდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ხელისუფლების წარმომადგენლები? "გენდერული ამბების" დღვანდელი სტუმრები არიან: "ოქსფამის" გენდერული პროგრამების მენეჯერი თათია ვაშაკიძე და „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი ლიკა ჯალაღანია. შემოგთავაზებთ ასევე სატელეფონო ინტერვიუს გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს წარმომადგენელთან, უმრავლესობის დეპუტატ ნანა ყეინიშვილთან. საუბარს ლელა კუნჭულია უძღვება რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში.

XS
SM
MD
LG