Accessibility links

logo-print

ქალთა საერთაშორისო დღე და „ქალი კადრში“


8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ქალების შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით, თბილისში ფილარმონიიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობა მოეწყო, პარლამენტის შენობასთან კი აქციის მონაწილეებმა სავალდებულო გენდერული კვოტირების დაკანონება მოითხოვეს. სარვამარტო აქციებია გადაცემის პირველი ნაწილის თემა, ხოლო გადაცემის მეორე ნაწილში გენდერული კვირეულის ფარგლებში გამართულ კინოჩვენებაზე ვილაპარაკებთ. „ქალი კადრში“ - ასე ერქვა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და „სინედოკ თბილისის“ ორგანიზებით განხორციელებულ პროექტს, რომლის ფარგლებშიც 4-6 მარტს კინოთეატრ „ამირანში“ ქართველი და უცხოელი 6 რეჟისორის ფილმი უჩვენეს. გადაცემაში „გენდერული ამბები“ ამ თემაზე საუბრობენ გადაცემის სტუმრები: თეო ქავთარაშვილი - „ქალთა მოძრაობის“ აქტივისტი; ნათია გვრიტიშილი - საინიციატივო ჯგუფის წევრი; გვანცა ასათიანი - გაეროს ქალთა ორგანიზაციის კომუნიკაციების სპეციალისტი; არჩილ ხეთაგური - „სინედოკ თბისლისის“ დირექტორი. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება.

XS
SM
MD
LG