Accessibility links

უფროსკლასელები კონსტიტუციისა და გენდერული თანასწორობის შესახებ


როგორ ესმით უფროსკლასელებს გენდერული თანასწორობა, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია იცავს; სქესთან დაკავშირებულ რა სტერეოტიპებს აწყდებიან მოსწავლე გოგო-ბიჭები - ამის შესახებ კონკურსში „მე და კონსტიტუცია“ გამარჯვებული გუნდის წევრები, თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები რატი პერტია და მარიამ იმერლიშვილი საუბრობენ. „გენდერული ამბების" კიდევ ერთი სტუმარი კი, კონკურსის ორგანიზატორი "დემოკრატიის ლაბორატორიის" დამფუძნებელი ირმა მოსულიშვილი, საქართველოს 2 000 სკოლაში ჩატარებული ამ კონკურსის შედეგებზე ჰყვება, რომლის დროსაც აღმოჩნდა, რომ უფროსკლასელები დიდ ყურადღებას უთმობენ და აღელვებთ ისეთი პრობლემები, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, ნაადრევი ქორწინება და დისკრიმინაცია. გადაცემას მზია ფარესიშვილი უძღვება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG