Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქალი ხარ და საქეიფოდ შენ გაჰყვები სტუმრებს?”


„ქალი ხარ და საქეიფოდ შენ გაჰყვები სტუმრებს?”
please wait

No media source currently available

0:00 0:49:37 0:00

ჯერ ქრისტინა ფარჯიანის სტატუსი ვნახეთ ფეისბუკზე: „გამგებლები სოფლებში თავიანთ წარმომადგენლებად არ ნიშნავენ ქალებს. არგუმენტი თითქმის ყველგან ერთია: სტუმარი რომ ჩამოვა, რესტორანში დასალევად თქვენ წაიყვანთო?“ მერე ხათუნა ბეროძეც გამოჩნდა: “დარწმნებული ვარ, ანალოგიურ სიტუაციაში არიან სხვა ქალებიც, რომელთა მიმართ არგუმენტი არის შემდეგი: ქალი ხარ და ტრაქტორს შენ გაჰყვები? ქალი ხარ და საქეიფოდ შენ წაიყვან სტუმრებს?”. ყველას მიმართავდა ხათუნა, დაინტერესდით რეგიონებში არსებული პრობლემებითო. ჰოდა, დავინტერესდით. დღეს „გენდერულ ამბებში“ ამ პრობლემაზე საუბრობენ ქრისტინა ფარჯიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონის განვითარების ცენტრის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, და თინათინ ნადარეიშვილი, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" პროექტის, „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე“, ადვოკატირების კოორდინატორი. გადაცემას მარინა ვაშაყმაძე უძღვება.

XS
SM
MD
LG