Accessibility links

ქალები, ასაკი და კომპიუტერი


მიიჩნევა, რომ ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, კომპიუტერულ პროგრამირებაში კაცები უკეთ ერკვევიან. ეს რომ ერთ-ერთი გენდერული სტერეოტიპია, ადასტურებენ „გენდერული ამბების“ სტუმრები - პროგრამისტი, ვებდეველოპერი ანი ასათიანი და ინოვაციური ლაბორატორია "ჯეოლაბის" კურსდამთავრებულები ნინო გაგუა და ნანა ხუსკივაძე. ისინი ამტკიცებენ, რომ ქალებს ნებისმიერ ასაკში შეუძლიათ „გაუშინაურდნენ“ კომპიუტერსა და ინტერნეტს, ამის მაგალითად კი ონლაინ მედიაპროდიუსერს ნინო გაგუასა (შუაში) და რესტავრატორ ნანა ხუსკივაძეს "ჯეოლაბის" არაკომერციული პროგრამა „50 +“ მოჰყავთ, რომლის ფარგლებშიც ისინი, თავად სტუდენტები, თავისზე ასაკით უფროს ადამიანებს კომპიუტერსა და ინტერნეტში მუშაობას ასწავლიდნენ. გადაცემას მზია ფარესიშვილი უძღვება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG