Accessibility links

„იკითხე პოლიტიკა“


“იკითხე პოლიტიკა” ორი ქალის ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში პოლიტიკური კითხვის კულტურის ამაღლებას და ხელშეწყობას, - ასე ახასიათებენ პროექტის ავტორები იმ საქმიანობას, რომლის შესახებაც დღევანდელ გადაცემაში ვსაუბრობთ. რატომ უნდა ვიკითხოთ პოლიტიკური დოკუმენტები და რატომ უნდა გავაანალიზოთ პარტიული პროგრამები, რა გავლენას ახდენს გაცნობიერებული არჩვევანი შედეგზე და როგორ ყალიბდება ანგარიშვალდებულება საზოგადოებასა და მთავრობას შორის პოლიტიკურ მოლოდინებზე დაყრდნობით. პროექტი ხორციელდება „ბიოლის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით. გადაცემის სტუმრები: ანა ილურიძე - გენდერის მკველვარი, პროექტის ავტორი; ეთუნა ნოღაიდელი - „ბიოლის ფონდის“ გენდერული პროგრამის კოორდინატორი. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG