Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გავუმკლავდეთ ოჯახში ძალადობას


როგორ გავუმკლავდეთ ოჯახში ძალადობას
please wait

No media source currently available

0:00 0:46:49 0:00

საქართველოში გრძელდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია, რომელმაც სტარტი აიღო 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს. ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში ჩართულია როგორც სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი, ასევე სახელმწიფო სტრუქტურები. დღეს ჩვენ გავეცნობით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ ახალ პროექტს და მის ძალისხმევას ძალადობასთან ბრძოლის საქმეში. ვილაპარაკებთ ასევე ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სერვისებზე. როგორ უნდა გავუმკლავდეთ ძალადობას, როგორ ზრუნავს დაზარალებულებზე სახელმწიფო ფონდი და რა პირობებია დაზარალებულთა თავშესაფარში? გადაცემის სტუმრები: ნინო დავითაშვილი, ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტის დირექტორი, და ქეთი ბეროშვილი, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელი. გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება.

XS
SM
MD
LG