Accessibility links

logo-print

ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან


ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. თავისი გადაწყვეტილების შესახებ მან თბილისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, თავის დროზე პოპულარობის ზენიტში მყოფმა ბიძინა ივანიშვილმა შექმნა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აკეთოს პოლიტიკოსმა ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე როგორც დროული მოსვლით, ისე დროული წასვლით.

„ვინაიდან ჩვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატია გვაქვს, - განაცხადა ღარიბაშვილმა, - დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა მაგალითს დავუტოვებთ ჩვენს შვილებს, რა მაგალითს მივცემთ ჩვენს მომავალ თაობას. თანამდებობები არის დროებითი, ჩემო ძვირფასებო, მარადიული არის უფალი და სამშობლო. ამიტომ დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ახლა, როცა გამყარებულია ჩვენი ქვეყნის განვითარების საშინაო და საგარეო მიმართულებები, მე მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს მომავალ პრემიერ-მინისტრს.“

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG