Accessibility links

logo-print

საჩუქარი ემიგრანტ ბავშვებს: "იავნანამ რა ჰქმნა" ნიუ-იორკში


თბილისის თოჯინების თეატრი ნიუ-იორკში

თბილისის თოჯინების თეატრი ნიუ-იორკში

თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის დასი ნიუ-იორკში სპეციალური საჩუქრით სააღდგომოდ ჩამოვიდა. "იავნანამ რა ჰქმნა", სპექტაკლმა, რომელიც მათ იმიგრანტ ბავშვებს წარუდგინეს, გასულ წელს სომხეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე გრან-პრი მიიღო. ყველაზე, ემოციურად და ნოვატორულად დახასაითებული სპექტაკლის ნიუ-იორკული პრემიერა "ანდერ სენტ მარკის" დარბაზში გაიმართა. თეატრის დირექტორი თემურ ბადრიაშვილი და სამხატვრო ხელმძღვანელი ელენე მაცხონაშვილი ამბობენ, რომ ეს თემატიკა იმიგრანტი ბავშვებისთვის სპეციალურად შეარჩიეს:

თემურ ბადრიაშვილი:

გვინდა გავახსენოთ სამშობოლო, ვუჩვენოთ ლამაზი, სულიერი სპექტაკლი

გვინდა გავახსენოთ სამშობოლო, ვუჩვენოთ ლამაზი, სულიერი სპექტაკლი, რომელიც ქართულ კლასიკაზეა დაფუძნებული. მთლიანი შემოსული თანხა გადავწყვიტეთ, რომ გადავცეთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ნიუ-იორკში.

ელენე მაცხონაშვილი: თემატიკა ვთვლით, რომ ცოტა სენტიმენტალურია, შეიძლება ვსპეკულირებთ ცოტა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია აქ მცხოვრები ქართველებისთვის.

დარბაზში მყოფი ბავშვების მთავარ ინტერესს აკვანი წარმოადგენდა. მათმა უმრავლესობამ ამ ისტორიული ნივთის შესახებ პირველად სწორედ თოჯინების თეატრის ამ სპექტაკლის საშუალებით შეიტყო. მსახიობები, წუნა და ხრინკი, გვესაუბრებიან:

მალხაზ გაბუნია (ხრინკი): სცენაზე რომ დგას აკვანი, ბავშვები ვერ ხვდებოდნენ. ეს რა არის? კითხულობდნენ. მაგრამ უკვე შეიტყვეს რაც არის, რომ თურმე აკვანში მათი მამები იზრდებოდნენ.

წუნა ( თეა კიწმარიშვილი): ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგად მიიღეს, ისეთი სწორი ემოციებით და გასუსულები ისხდნენ და უსმენდნენ სპექტაკლს.

თბილისის თოჯინების თეატრი ნიუ-იორკში

თბილისის თოჯინების თეატრი ნიუ-იორკში

პროექტი "საჩუქარი ემიგრანტ ბავშვებს" მთლიანად საქართველოს კულტურის სამინისტრომ დააფინანსა. გასტროლის ნიუ-იორკში გამართვის იდეა თეატრის საერთაშორისო პროექტების სამსახურის ხელმძღვანელს ზვიად მებაღიშვილს ეკუთვნოდა:

ზვიად მებაღიშვილი: დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს, რომ გვენდნენ დ მთლიანდ დააფინანსეს პროექტი. იმედია, მიზანი რაც გვაქვს, რომ ბავშვები იყვნენ კმაყოფილი-ამას მივაღწევთ და კმაყოფილების გრძნობით დავბრუნდებით უკან.

თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრისთვის ამერიკაში ეს პირველი გასტროლია და ისევე როგორც აქ მცხოვრებ ქართველ ბავშვებს დაამახსოვრდათ აკვანი, დასსაც დიდ ხანს ემახსოვრება აქაური კურიოზები. პირველი სპექტაკლის დროს, რომელიც "ანდერ სენტ მარკის" დარბაზში იმართებოდა, მაყურებლებმაც და მსახიობებმაც შუა წარმოდგენის დროს ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი იგრძნეს, რის გამოც სახანძრო სამსახურის გამოძახება დასჭირდათ. სახანძრო, პოლიციის და სასწრაფო დახმარების სამსახურების შემოწმების გამო სპექტაკლის ჩვენება საათნახევრის განმავლობაში შეწყვეტილი იყო.

ბოლო სპექტაკლს დასი 19 აპრილს, "კრეინის" თეატრის ასკაციან დარბაზში წარმოადგენს და იმიგრანტი ბავშვებისთვის ერთხელ კიდევ შეეცდება დაარწიოს გოგებაშვილისეული ქართული აკვანი.

XS
SM
MD
LG