Accessibility links

logo-print

ქართველი მომღერლების ტრიუმფი პრაღაში


ჯემალ სეფიაშვილი, არჩილ ნიჟარაძე და ლიზი შავგულიძე რადიო თავისუფლების პრაღის შტაბბინაში.

ჯემალ სეფიაშვილი, არჩილ ნიჟარაძე და ლიზი შავგულიძე რადიო თავისუფლების პრაღის შტაბბინაში.

ამ კვირაში პრაღაში გაიმართა საერთაშორისო სასიმღერო კონკურსი „Diamonds Voice” - „ბრილიანტის ხმა“, რომელშიც წარმატება მოიპოვეს ქართველმა მუსიკოსებმა. კონკურსის ორივე ქართველმა მონაწილემ - ლიზი შავგულიძემ და არჩილ ნიჟარაძემ - მთავარი პრიზები დაიმსახურეს: ერთმა ბავშვებს, მეორემ კი მოზრდილებს შორის. საქართველოს წარმომადგენელი იყო „ბრილიანტის ხმის“ ჟიურის წევრებს შორისაც - ცნობილი კომპოზიტორი და მომღერალი ჯემალ სეფიაშვილი. ჩვენ სამივე ქართველი მუსიკოსი მოვიწვიეთ რადიო თავისუფლების პრაღის სტუდიაში. მათ მარიამ ჭიაურელი ესაუბრა და თავდაპირველად ჯემალ სეფიაშვილს ჰკითხა, რამდენად შეძლო, როგორც ჟიურის წევრმა, მიუკერძოებლად გაეკეთებინა არჩევანი.

XS
SM
MD
LG