Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 21 ივნისი, 2012 წ.


“რა უძრავ ქონებას დაუყადაღებენ ოპოზიციონერ მილიარდერს?” - კითხულობს დღევანდელი ”რეზონანსი”. გაზეთი წერს, ”საჯარო რეესტრის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით კი, მოქალაქე, სახელითა და გვარით ბიძინა ივანიშვილი, უძრავ ქონებას მხოლოდ ჭორვილაში, წყნეთში, საგურამოში, ბაკურიანსა და ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში უნდა ფლობდესო.”. ”რეზონანსი“ ამატებს: იმის თქმა, საჯარო რეესტრის ვებგვერდზე აღნიშნული კერძო საკუთრებიდან რომელია დაჯარიმებული ივანიშვილის, ძნელია, ივანიშვილის ოჯახის წევრებზე არსებულ ქონებას კი ამ შემთხვევაში ვერ შეეხებიანო. გაზეთი აღნიშნავს, „თუკი ეს ქონება საკმარისი არ იქნება, ხელისუფლება ივანიშვილის სამეწარმეო წილებზე გადავაო”.

იმის შესახებ კი, რას იზამდა ივანიშვილის მხარე მას შემდეგ, რაც აღსრულების ეროვნული ბიურო ივანიშვილის წილების დაყადაღებას დაიწყებდა, ”ალიას” ადვოკატმა შალვა თადუმაძემ უპასუხა, თუმცა კონკრეტული არაფერი უთქვამს. ”ჩვენ ველოდებით, როგორ იმოქმედებს სააღსრულებო ბიურო, მათგან კი მოსალოდნელია იმ მექანიზმის გამოყენება, რასაც კანონი ითვალისწინებს. მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ და კანონით დადგენილ ყველა მოქმედებას ვითვალისწინებთ და ვემზადებითო“, - უთხრა ადვოკატმა ”ალიას” და, როგორც გაზეთი წერს, სიცილით დასძინა: „ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ, ეგებ რა ხდება, ეგებ აღსრულებაზე ხელი აიღონო".

”რეზონანსს” მოვუბრუნდები, რომელიც ეკონომიკის ექსპერტ ლადო პაპავას ესაუბრა ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაზე. ექსპერტი პრეზიდენტს მისსავე ძველ ნათქვამს შეახსენებს: ზონა ფოთში მაინც უნდა გაკეთდეს და თუ ბატონი ლადო მართალი აღმოჩნდება და ზონა არ გაამართლებს, ჩემი ხელით დავანგრევ ფოთის ეკონომიკურ ზონასო”. ლადო პაპავა დასძენს, პრეზიდენტმა ირიბად, მაგრამ მაინც აღიარა ჩემი სიმართლეო და განაგრძობს: ამ ზონის გაუქმება, რა თქმა უნდა, რთული იქნება - აქ არის ძალიან ბევრი ხელშეკრულება, რომლის გაუქმება ქვეყანას ძვირი დაუჯდებაო.” ექსპერტი იმაზეც ლაპარაკობს, თუ რატომ ვერ გაამართლა ამ ზონამ - ერთი, მარტო საგადასახადო შეღავათები არ არის გადამწყვეტი ფაქტორი უცხოელი ინვესტორებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა საქართველოსთვის არის არასტაბილურობაო და, მეორე, თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში შესასვლელად საჭიროა, სულ ცოტა, ოთხჯერ მეტი დაიხარჯოს ზონის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. ჩვენ კი ფოთში რა გავაკეთეთ? არაფერი - ტერიტორია შემოიღობა, რამდენიმე შენობა ჩაიდგა და ამის შესატყვისი ოთხჯერ ნაკლები ბიზნესიც არის იქო.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG