Accessibility links

logo-print

მერკელი: გერმანია აპირებს ბრიტანეთთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნებას


ანგელა მერკელი

ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ბერლინს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, შეინარჩუნოს ახლო ურთიერთობა ბრიტანეთთან და ამავე დროს გააძლიეროს ევროკავშირი ბრიტანეთში გასული კვირის რეფერენდუმის შემდეგ.

„ვაცნობიერებთ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის დარჩენილი 27 წევრის მიერ იმის დემონსტრირებას, რომ გვსურს და შეგვიძლია სწორი ნაბიჯები გადავდგათ", - განაცხადა მერკელმა გერმანიის პარლამენტში დღეს გამოსვლისას. დღესვე ბრიუსელში დაიწყება ევროკავშირის ორდღიანი სამიტი - ევროკავშირის ლიდერების პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირეს "ბრექსიტს", ანუ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG