Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიამ უკანასკნელ დღე-ღამეში 13 ათასამდე ლტოლვილი მიიღო


ლტოლვილები რეგისტრაციის მოლოდინში მიუნხენში
ლტოლვილები რეგისტრაციის მოლოდინში მიუნხენში

გერმანიამ უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში მიიღო ახლო აღმოსავლეთიდან გაქცეული 13 ათასამდე ლტოლვილი, რომლებიც მატარებლებითა და ავტობუსებით ჩავიდნენ მიუნხენში. გერმანიის კანცლერის ოფისის ხელმძღვანელის, პეტერ ალტმაიერის თქმით, ასეთი დინამიკა გამონაკლისია და ის ყოველდღე არ უნდა განმეორდეს. როგორც სააგენტო დე-პე-ა იტყობინება გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, ბავარიაში 5 სექტემბერს ჩასული ლტოლვილები უკვე გაანაწილეს სხვა ფედერალურ მიწებში. 6 სექტემბერს ჩასული მიგრანტების ნაწილსაც სხვა რეგიონებში გაანაწილებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG