Accessibility links

logo-print

გერმანია სულ უფრო მეტ მიგრანტს აბრუნებს უკან


მიგრანტები რეგისტრაციის მოლოდინში. ბერლინი, 2015 წლის დეკემბერი

მიგრანტები რეგისტრაციის მოლოდინში. ბერლინი, 2015 წლის დეკემბერი

ავსტრიის ხელისუფლების ცნობით, გერმანია ავსტრიის საზღვარზე ამოწმებს და უკან აბრუნებს სულ უფრო მეტს მიგრანტს, რომელთა უმრავლესობა ავღანეთიდანაა და რომლებიც, ბერლინის მტკიცებით, არ აკმაყოფილებენ თავშესაფრის მიღების პირობებს. ახალი წლის წინა დღეს ქალების მიმართ, სავარაუდოდ, მიგრანტების მიერ მოწყობილ სხვადასხვა სახის ძალადობას საპროტესტო ტალღა მოჰყვა გერმანიაში, სადაც სულ უფრო ხშირად ისმის კრიტიკა მიგრანტთა საკითხში კანცლერ ანგელა მერკელის „ღია კარის“ პოლიტიკის წინააღმდეგ. 2016 წლის დასაწყისში გერმანიიდან უკან გაბრუნებულ მიგრანტთა რაოდენობა ყოველდღიურად 200 ადამიანს აღწევს, როდესაც დეკემბერში ეს ციფრი 60 იყო. გერმანიის მიერ სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებას შესაძლოა მიბაძონ შვეციამ და დანიამ. მიგრანტთა ტალღის შესაჩერებლად ავსტრიამ გაამკაცრა სასაზღვრო კონტროლი სლოვენიასთან და 1 იანვრიდან უკან გააბრუნა 1652 მიგრანტი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG