Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პარლამენტმა გენოციდად ცნო ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი განადგურება


ხმის მიცემის პროცესი გერმანიის პარლამენტში
ხმის მიცემის პროცესი გერმანიის პარლამენტში

გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს სომეხთა ხოცვა-ჟლეტის გენოციდად აღიარების შესახებ.

გერმანელმა კანონმდებლებმა სომეხთა გენოციდი აღიარეს მიუხედავად თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის გაფრთხილებისა, რომ რეზოლუციის მხარდაჭერა ზიანს მიაყენებდა ორმხრივ ურთიერთობას. თურქეთი გადაჭრით ეწინააღმდეგება პირველი მსოფლიო ომის დროს სომხების დახოცვის გენოციდად მიჩნევას. გუშინ სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარქსიანმა მოუწოდა გერმანელ კანონმდებლებს, უგულებელეყოთ ერდოანის გაფრთხილება. მრავალი ისტორიკოსი გენოციდად მიიჩნევს პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონამდე სომხის დახოცვასა და დეპორტაციას. გენოციდი აღიარებული აქვს 20-ზე მეტ ქვეყანას. თურქეთი კი აცხადებს, რომ სომხებს შორის მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იყო და ეს მსხვერპლი მოჰყვა სამოქალაქო არეულობას და არა ოსმალეთის იმპერიის მიზანმიმართულ პოლიტიკას სომხების გასანადგურებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG