Accessibility links

გერმანიის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელი საუბრობს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზე


ჰანს-გეორგ მაასენი

ჰანს-გეორგ მაასენი

გერმანიის საშინაო დაზვერვის უწყების ხელმძღვანელი ჰანს-გეორგ მაასენი შიშობს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, სცადოს, გავლენა მოახდინოს გაისისთვის გერმანიაში დანიშნული საყოველთაო არჩევნების შედეგებზე. 15 ნოემბერს, როიტერის სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში, მასენმა გაიხსენა შარშანდელი შემთხვევა, როცა რუსეთის მედიამ გაავრცელა ცნობა ვითომდა მიგრანტთა მიერ, ბერლინში გაუპატიურებულ რუს ქალზე. მოგვიანებით გერმანიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ეს ინფორმაცია ყალბ ცნობებს ემყარებოდა. გუშინდელ ინტერვიუში მასენმა თქვა, რომ ამგვარი რამ შეიძლება მომავლშიც განმეორდეს და ამიტომ მისი უწყება ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენებს. „გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ეს არის ნაწილი იმ ჰიბრიდული კამპანიისა, რომლის ამოცანაა, გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე“, დასძინა მან. გასულ კვირაში გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ აღრიცხულია რუსეთიდან წარმოებული საინტერნეტო შეტევებისა და დეზინფორმაციის მცდელობის არაერთი შემთხვევა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG