Accessibility links

logo-print

საქართველოს ესტუმრა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი


საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოში ვიზიტისას, თავის ქართველ კოლეგა თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება არის რეალობა და ეს არის ძალიან მოცულობითი დოკუმენტი, რომელიც არის სტიმული საქართველოს რეფორმებისა და მოდერნიზაციის კუთხით. "გერმანია ცდილობს ეს საქართველოსთან ერთად გააკეთოს. ასოცირების შეთანხმება არ არის ერთადერთი დოკუმენტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ ვიზების ლიბერალიზაციაზე და დასახული მიზნისკენ – უვიზო მიმოსვლისკენ – კარგა მნიშვნელოვანი ნაბიჯიც გადავდგით. ეს ასახულია 2014 წლის ოქტომბერს მომზადებულ ანგარიშში", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც მან აღნიშნა, ძალიან მოცულობითი სამუშაოებია ჩასატარებელი, მაგრამ ეს ნამდვილად ღირს. მისი თქმით, ეს არის როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის სურვილი.

XS
SM
MD
LG