Accessibility links

logo-print

გერმანია ფრთხილად ეკიდება გლობალური ლიდერის როლს


ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერი

ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერი

გერმანია, ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა, არასდროს ყოფილა ისეთი წარმატებული, დაცული და თავისუფალი როგორც დღეს არის. ის მსოფლიოს მეოთხე ყველაზე დიდი ეკონომიკა და წამყვანი ექსპორტიორია.

გაერთიანებიდან 24 წლის შემდეგ გერმანია ამერიკის ყველაზე ძვირფასი ევროპელი პარტნიორი გახდა, ამბობს ბერტელსმანის ფონდის ვაშინგტონის ოფისის აღმასრულებელი დირექტორი ანეტ ჰოზერი.

ჰოზერი გერმანიაში დაბადებული შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის - ჰენრი კისინჯერის კითხვას იმეორებს - „რა არის ევროპის ტელეფონის ნომერი? ვფიქრობ შეგვიძლია ჰენრი კისინჯერს დარწმუნებით ვუპასუხოთ, რომ ეს ტელეფონი ბერლინშია,“ ამბობს ის.

ამერიკა-ევროპის ურთიერთობების მკვლევარი და წიგნის ‘გერმანია, რუსეთი და გეო-ეკონომიკა’ ავტორი სტივენ სზაბო ამბობს, რომ მზარდი გავლენის მიუხედავად გერმანია ყოველთვის თავს იკავებდა გლობალურ საკითხებში ლიდერობისგან.

„გერმანია არის ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო და არ არის ცნობილი სამხედრო ან სტრატეგიული სიძლიერით,“ ამბობს სზაბო, მისი აზრით ახლა საკითხავია შეინარჩუნებს თუ არა გერმანია თავის ეკონომიკურ დომინანტობას, რომელსაც მხოლოდ ვაჭრობა აინტერესებს თუ რეალურად საგარეო პოლიტიკას ჩამოაყალიბებს.

ის აღიარებს, რომ გერმანიის გზა ძლიერი სახელმწიფოს სტატუსამდე გამოწვევებითაა სავსე. 2009 წლის ევროზონის ეკონიმიკური კრიზისი ბერლინმა მოაგვარა, მაგრამ ხუთწლიანმა მკაცრმა ზომებმა ევროპის პოლიტიკური გარემო შეცვალა, რასაც მემარცხენე რადიკალების და მემარჯვენე პოპულისტების აღზევება მოჰყვა.

„ვფიქრობ გარკვეულ ამპარტავნობასთან გვაქვს საქმე. ისინი ამბობენ ჩვენ ვიცით საქმე როგორ კეთდება და თქვენ უნდა გამოგვყვეთო, მათ ამ მიდგომის შეცვლა მოუწევთ“ ამბობს სზაბოგერმანიის ლიდერებზე.

გერმანიის როლი იზრდება მაშინ, როცა დასავლეთი რუსეთზე უკრაინის კრიზისის გამო წნეხს ზრდის და ისლამური ექსტრემისტების შეჩერებას ცდილობს - ამბობს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ცენტრის დირექტორი დენიელ ჰამილტონი.

„რუსეთთან დაკავშირებულმა ყველა მღელვარებამ და დაძაბულობამ ახლო-აღმოსავლეთში შეიძლება ასახვა ჰპოვოს ევროპაში, შეიძლება ეს ხალხის ნაკადზე ან მოვლენებში აისახოს, რომლებსაც ევროპაზე ექნება გავლენა.“

რეინარდ ბუტიკოფერი, გერმანიის საგარეო ურთიერთობების საბჭოდან მიიჩნევს, რომ უკრაინის კონფლიქტის ფონზე გერმანია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნატოს სწრაფ რეაგირებაში.

„გერმანიამ, რომელიც ყოველთვის ცდილობდა თავისამხედრო ჩართულობებისგან აერიდებინა, ბალტიისპირეთის ქვეყნებში ჯარები განათავსა, რადგან მათი თავდაცვა სუსტი იყო,“ ამბობს ბუტიკოფერი.

ბერლინი ასევე სამხედრო დახმარებას უწევს ერაყელ ქურთებს, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად.

ექსპერტები ამბობენ, რომ გერმანიის გლობალური ეკონომიკური წინსვლა საერთაშორისო პოლიტიკური წყობის სტაბილურობაზეა დამოკიდებული, რომლის მიღწევაშიც ის ამჟამად აქტიურ მონაწილეობას ღებულობს.

XS
SM
MD
LG