Accessibility links

logo-print

4 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "Educare Georgia"-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ჯიბლაძე. "Educare Georgia" საქართველოში სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. მათი ინიციატივით დაიწყო ცნობილი ინტერნეტრესურსის, "ხანის აკადემიის", სასწავლო მასალების თარგმნა. გააკეთეს ასევე პროგრამირებისა და კოდების სასწავლო რესურსის, code.org-ის, ქართული ვერსია.

რა ადგილს იკავებს თანამედროვე სამყაროში ონლაინსწავლება ბავშვების განათლებაში, ვინ არის ჩართული "ხანის აკადემიის" მასალების ქართულად თარგმნის პროცესში, როგორ მოხერხდება ინტერნეტში ყველასთვის ხელმისაწვდომი მასალების პოპულარიზაცია და რამდენად შესაძლებელია ონლაინრესურსები ჩაენაცვლოს ტრადიციულ სწავლების გზებს - სწორედ ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG