Accessibility links

ის ნარკომანია! ის აფრენს!


ავტორი: გიორგი კარტოზია

“...ჰაგრიდს რომ არ ეთქვა, არც ის ვიცოდი, რომ ჯადოქარი ვარ, არც ის, ვინ იყვნენ ჩემი მშობლები, არც ვოლდემორის…

  • რონმა განცვიფრებისგან პირი დააღო.
  • რა მოხდა?
  • შენ “ჩვენ-რომ-ვიცით”, მისი სახელი წარმოთქვი! - რონი დაფრთხა და შეძრწუნდა, მაგრამ ეტყობოდა, ნათქვამმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. - არ მეგონა, რომ გაბედავდი…

იცი რა, არ იფიქრო, რომ ვაჟკაცობით მომივიდა და მაგარი ვარ, უბრალოდ არ ვიცოდი, რომ არ ახსენებდით. მიხვდი რას ვგულისხმობ? ხედავ რამდენი რამე უნდა ვისწავლო კიდევ...ასეა, - ამოიოხრა ჰარიმ და რონს გამოიტყდა, რაზეც ნერვიულობდა ყველაზე მეტად: - კლასში ჩემზე უარესი არავინ იქნება!.”

მალე ჰარიც მათნაირი გახდება, - ისწავლის მათ წესებს და ისიც უწოდებს ვოლდემორს “ჩვენ-რომ-ვიცით”, ისიც გამოიჭრება სტანდარტულად და ყველანი დამშვიდდებიან.

დაბადებიდანვე ვსწავლობთ ხეების, სახლების, ცხრათვალა მზის ხატვას. შემდეგ წეროების, დაჭერობანას და დახუჭობანას თამაშს. გვიჩნდება ათასგვარი შეკითხვა შეუცნობელი, მრავალფეროვანი, ზღაპრული სამყაროს შესახებ. ნელ-ნელა კი მოკლე-მოკლე პასუხებით, რომლებსაც ვიღებთ, (მეტის ან თავი არ აქვთ, ან უბრალოდ არ იციან), სამყარო უფერულდება, ხეები უძრავი და უმეტყველო ხდება, ყვავილები ჭკნებიან და კვდებიან და ასე შემდეგ - ვიზრდებით და “ობიექტურ” რეალობას ვუერთდებით, რომელზეც ხშირად მსმენია - “ამ სამყაროში ცხოვრობ და რას იზამ”, “გამოდი ილუზიებიდან და მიწაზე დაეშვი”.დაბადებიდანვე იწყება მოცემულოების გაზეპირება. მოცემულობების, რომლებსაც ისევ ჩვენვე ვქმნით - ილუზიურ სამყაროს - არარსებულ კანონზომიერებებს, წესებს და იდეოლოგიებს. უარვყობთ სუბიექტური, საკუთარი რეალობის არსებობას, რომელიც აბსოლოტურად დამოუკიდებელია და არ ემორჩილება სხვის ნება-სურვილს.

პატარას, რომ ჰკითხოთ, რატომ ხარო აქ, “სისულელეების” ლაპარაკს დაიწყებს, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის გაუგებრად, მაგრამ გულწრფელად, - ჩვენთვის ხომ გულწრფელობაა გაუგებარი და მიუღებელი, საშიში! - რადგან ჩვენ ვერ ვართ გულწრფელები, ვერ ვუდგებით ჩვნს თავებს წინ - შელამაზებული ფასადებისა და ნიღბების გარეშე! ზოგიერთმა მათგანმა მართლაც იცის, მაგრამ დროთა განმავლობაში დაავიწყდება, რადგან ბავშვის “აღზრდა”, მხოლოდ გონებრივი განვითარებით შემოიფარგლება. ლექსების დაზეპირებით, ცეკვით, ცხრა თვალა მზის და სამკუთხედ-სახურავიანი სახლების ხატვით. ნელ-ნელა ავიწყდება ღამის ფერიები, გუდიანი კაცი, ცხრა მთის იქით არსებული ზღაპრული სასახლეები და შორეულ წყლებში მოცურავე სირინოზები- ეს ყველაფერი ტყუილია, არ არსებობს, (გვინადგურებენ) უნდა დავეშვათ მიწაზწე და შევურეთდეთ ყოველდღიურ რუტინას.

მას აღარაფერი ესმის და ვეღარაფერს გრძნობს. “აზროვნებაში იგი არაფერს უფრთხის, მაგრამ თავისი არსებით მფრთხალია.”იგი ხდება კრიტიკული, უნდობელი და ამავდროულად სხვის “სიმართლეზე” დამოკიდებული, რომელიც თავის უსუსურ პატარა სამყაროს გაამართლებს.

ახალშობილს არ ვიღებთ ისეთად, როგორიც არის, სუფთას - უნივერასულს წმინდას. ეს გვაშინებს, რადგან მისი ქცევა ჩვენთვის, “საზოგადოებისთვის” საშიში, არაადექვატური და მიუღებელია, ამიტომ ვცდილობთ ძალდატანებით შევცვალოთ მასში ყოველივე, დავაპროგრამოთ ისე, როგორც ჩვენი “პროგრამისთვისაა” მისაღები. ფაზლი იწყობა და ყველა “ბედნიერდება” - “გაგიმარჯოს, იყავი დღეგრძელი და გამრავლდი, იყავი ისე, როგორც შენს მშობლებს უნდათ, მათზე უკეთასად არავინ იცის რა არის შენთვის კარგი” - მოგვისმენია ხშირად. ბავშვი ამ დროს იბნევა იკეტება, თავს მიუღებლად და მუდმივ დამნაშავედ გრძნობს, საკუთარ თავს და ზოგიერთ მხარეს, რიმელიც მის რეალურ მეს და მის სუბიექტურ შინაგან სამყაროს განსაზღვრავს, უარყოფს, რადგან მიუღებელი, გაუგებარი, საზღვრებს გაცდენილია და ვეღარ გრძნობს მათ არსებობას.

ვიზრდებით, ტვინი იწყებს ფორმირებას, ემსგავსება “ერთ-ერთ აგურს კედელში” შევდივართ სკოლაში, სადაც ჯერ კიდევ ნორმალურები (არადა არანორმალურები) ვართ, რაღაცას ვაფუჭებთ, არ ვმეცადინეობთ, მასწავლებლებს ვაგიჟებთ, ჩვენ გარშემო ყველაფერს ვურევთ, ვერ ვეგუებით წესრგსა და დისციპლინას, მაგრამ, ესეც კი გათვლილ, რაღაც “გარდამავალ” პერიოდად აქციეს. “გარდატეხის” ასაკი, თინეიჯერობა და ახალგაზრდული მაქსიმალიზმი, “სისხლი უყივის” - ათას სახელს იგონებენ, რათა ეს ყველაფერი დროებით და დასრულებულ პროცესად აქციონ.სასოწარკვეთილი მასწავლებლები კი ჩვენს დაბმას და მარშში ჩაყენებას ცდილობენ. ყველაფერი დაქსასულია და საკუთარი სახელი ჰქვია - ასეთია ჩვენი “რეალობა” - რომელსაც უნდა შევეგუუთო და სხვა გზა არ გვაქვს.

მოზარდის ცხოვრბა, თავისთავადი და ემოციურია, გათვლებს და წინასწარ “ასჯერ გაზომვის” პრინციპს ეწინააღმდეგება, რაც ბუნებრივი და გულწრფელია - შედეგები კი მას ავითარებს და წინსვლაში ეხმარება, მოლოდ იმ შემთხვევაში თუ მისგან ახალი უსულო ნაკეთობის გამოთლას არ შეეცდებიან.

იესო - ყოველთვის განყენებული, სათუთი, ხელშეუხებელი წმინდა და მისტიურობით აღსავსეა, რომლის სახელის ხსენებასაც ყველა მორიდებით და მოწიწებით ცდილობს. ის იმდენად მაღალია, რომ საკუთარ თავთან მისი გაიგივება წარმოუდგენელი და მიუღებელიც კია, რაც თვითონ ქრისტინულ მორალს ეწინააღმდეგება. ის ყოველთვის რაღაც, მოსასხამთან, ხელთუქმნელ კვართთან, უდაბნოსთან ან დაბურულ გეთსამანიის ბაღთან ასცოცირდება. აბა წამორიდგინეთ იესო და ჯენის ჯოპლინი, როგორ სხედან ერთად, ის ღიღინებს იესო კი მხართეძოზე წამოწოლილი, თვალებდახუჭული დანარნარებს ჯენისის მუსიკაში, თან მარიხუანას აბოლებს.ჯენისი თავის სამყაროში არსებობდა, რომელიც თავისთავად არ უარყოფს სხვის სამყაროს არსებობას, პირიქით ეს ერთი მთლიანობაა და ზუსტად ეს არის გასაღები. ჯენისი და ისეო თავიანთი ღვთაებრიობით უკავშირდებიან ერთმანეთს, როგორც თიოთეული ჩვენგანი. დრაგები კი მისთვის შეიძლება ითქვას არ იყო სიამოვნების პრინციპზე დამყარებული, ის იმ ემოციების ინტენსივობას განსაზღვარვდა, რაც აიძულებდა მას გამოეტანა ის მისტიკა და ღვთაებრიობა მუსიკის სახით, რაც ასე აკლია ჩვენს სულ-გამოცლილ და დარობოტებულ საზოგადოებას.

ჩვენ კი დღითიდღე გვასწავლიან და გვტენიან რა არის ნორმლაური და რა - არა, რომ უნდა ვიყოთ წესიერები (წესი - ერი), მოვიქცეთ წესი-ერად. ვკარგავთ ჩვენს ნამდვილ მეს, ვემორჩილებით ერის-წესს. ჩვენში იღვიძებს ფსევდო-ინდივიდუალობა, ვიწყებთ უშინაარსო ფორმების შექმნას, უშინაარსო და უაზრო ქმედებებს, “მეგობრობას, თანაგრძნობას, გაგებას”, რომლებიც განისაზღვრება მარტივი, ზედაპირული იდეებით, რომლებიც ჩვენდაუნებურად შემოდიან ჩვენს სამყაროში, თავის ადგილს იკავებენ, სახელს ირქმევენ როგორც “ჩემი აზრი”, “ჩემი შეხედულება” და ა.შ. ჩვენში ღრმად მიჩქმალული და დაფარული გრძნობები და ემოციები მუდმივ ამბოხშია, მუდმივად გვერბძვის და გარეთ გამოღწევას ცდილობს. ჩვენ კი მუდმივად მათ უკან დაბრუნებას ვცდილობთ, რადგან “ნორმებს” და საზღვრებს არ ემორჩილებიან და აქედან იწყება საკუთარ თავთან შეხვედრის შიში, ან იქნებ კიდევ ყოველდღე ვხვდებით მათ, მაგრამ ვერ ვამჩვევთ ჩვენი განვითარებული სიბრმავის გამო. ჩვენი ყველა გრძნობა გარეგანი ობიექტებისკენაა მიმართული, რაც მისაღები და კომფორტულია, რთული მათი დათრგუნვაა, რადგან ამ შეთხვევაში ყველა შეგრძნება შიგნით, საკუთარი არსისკენ მიემართება და იწყება შეცნობა, რაც იმ “მეს” ნგრევას იწვევს, რომლის შენებასაც მთელი ცხოვრება შევალიეთ.

შემდეგ სხვების უ-წესობა გვაოცებს, ეს გვამშვიდებს და ჩვენში დანთებული ცეცხლი ნელ-ნელა ნელდება. ეჭვიანი ადამიანი მუდმივად უკან იხედება და ალტერნატივებს ეძებს. ამას ჩვეულებრივ “ჭკვიან” ქმედაბად აღიქვამენ. აზრები ისევე მალევე ქრებიან, როგორც მალევე მოდიან. ჩვენ ვერ ვახერხებთ მათ დაჭერას, მხოლოდ მოგონებებად, ისე გარდაქმნილად, როგორც ჩვენს კომფორტს სჭირდება, რადგან აზრები, იდეები სიახლის შესახებ, მხოლოდ ჩვენი ნაჭუჭის მრღვეველია.

თუ ადამიანები საკუთარი თავის მიმართ გულწრფელები ვიქნებით, რაც არც ისეთი მარტივია, რადგან აუცილებლად თავს იჩენს ისეთი უნიკალური, ინდივიდუალური აზრები და იდეები, რომლებიც შეიძლება დადგენილ “ნორმებს” ცდებოდეს, დაიწყება “რთული ხასიათები” “სიგიჟე” და ავტომატურად მოხდება “საზოგადოებისან” ჩვენი მოშორება, რაც დიდად არც ჩვენ გვხიბლავს და “საზოგადოებაც” მტრული ხდება.ჩვენი თავი ყოველი ფეხის ნაბიჯზე “გვატყუებს”, რადგან არსებულ სისტემაში კომფორტულად ვიგრძნოთ თავი, ვხვდებით, რომ სხვებისგან არაფრით განვსხვავდებით - ეს კი რთულია, რადგან ჩვენი თავის “განსაკუთრებულობა” გვაძლევს არსებობის უნარს.

ვკითხულობთ "სამეცნიერო ნაშროემებს" თუ თეორიოულ მასალებს, ვამთავრებთ "უმაღლეს" სასწავლებელს, ვყალიბდებით მეცნიერებად, ფსიქოლოგებად, ფილოსოფოსებად, არტისტებად, ისე რომ აზრზე არ ვართ რას ვაკეთებთ, ყველაფერი ფასადური და სალონურია, თითქოს გააზრებული, მაგრამ უგრძნობია, გვამშვიდებს ჩვენი - “განათლებულება” - რაც საერთოდ არ მოიცავს იმ იდეას როგორადაც დღეს გვესმის. ჩვენ ჩვენს თავს ცოდნით ვაფასებთ - ცოდნით, თეორიით და არა განცდით, რაც რეალურად არაფერის მომცემია, ცარილეი ბიბლიოთეკა თავში, რომლის გამოყენება მხოლოდ ვერბაზლიზაციამდე დადის და წარმოდგენა არ გვაქვს ასე გამართულად და თავდაჯერებულად რაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ სხვებბზე და ჩვენს თავზე ვცდილობთ ეფექტის მოხდენას, რადგან ისევ და ისევ “საზოგადოებაში” არ ჩავიძიროთ.ვიყენებთ წარსულ გამოცდილებებს, ნაშრომებს, ათასჯერ გადამღერებულ თეორიებს. მუდმივად ვსხედვართ და ჩვენს ცოდნას ვამზიურებთ, თუ რამდენი ვიცით, რამდენი წაგვიკითხავს -ახალს არაფერს ვქმნით, არ ვქმნით პროცეს, აღარ ვთამაშობთ, მხოლოდ შედეგზე ვართ ორიენტირებულები, ვხდებით უინტელექტო არსებები, რომლებიც შედეგზე არიან ორიენტირებულები და მონაპოვარით კმაყოფილები - სხვა შემთხვევაში განადგურებაზე გადავდივართ და “საზოგადოებისთვის” სახიფათო ვხდებით.

ვაყალიბებთ რაღაც არასამთავროებს, ყალბ "თავისუფლების" იდეოლოგიებს, ადამიანთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებს. სიგიჟის ზღვარზე მყოფები თავს ვიტყუებთ, ვითომ რაღაცას წარმოვადგენთ, ვითომ ვთმობთ სხვების გამო საკუთარ სურვილებსა და დროს, თითქოს ვინმეზე ვზრუნავთ, როცა ვინმეს ვჭირდებით თავს “ბედნიერად” ვგრძნობთ, ჩვენი არსებობა გამართლებულია (რადგან რეალური არსი ჩვენთვის უცნობი და არარსებულია) -არადა ეს ყველაფერი მექანიკური ქმედებასავითაა.

რომ შეგვეძლოს საკუთარ თავში ჩარღმავება, მივხვდებით, რომ სხვებზე უკეთესები არ ვართ, თუ საკუთარ ნიღაბს დავინახავთ და ჩამოვიხსენითშევძლებთ გავუგოთ საკუთარ თავს, მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ დავინახოთ სხვების ნიღბები, რადგან ადამიანები მსგავსები ვართ, ჩვენი შინაგანი ბუნება მსგავსი და თანაბარია, მხოლოდ მაშინ შევძლებთ გავუგოთ და დავეხმაროთ სხვებსაც.

ვატარებთ ტყუილ კონკურსებს და "ივენთებს", სნობიზმით გაჟღენთილს - რომ ვიარსებოთ და საკუთარი არსებობით სხვებსაც დავუმტკიოთ ჩვენი არსებობის აუცილებლობა, მაგრამ იქ ადამიანები თავდავიწყებასაც კი ვერ ვეძლევით, მუდმივად დაძაბულები ვართ გარემოს დაკვირვების და ჩვენზე მომართული მზერის გამო. გვაკლია შინაგანი რწმენა და სიმშვიდე, ჩვენი არსებობის რეალური მიზეზების აღმოჩენა და გააზრება, რაც რომ გვქონდეს ვიქნებით მშვიდები და სხვისი დმოკიდეულებები ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანი აღარ იქნება.

ვაკეთებთ დაკვეთილ, ნებადართულ და დაფინანსებულ "სთრითარტებს", რომლის მნიშვნელობაც მგონი საერთოდ არ გვესმის. თავს ვარიდებთ -სიცოცხლეს, შიშს, ადრენალის, საფრთხეს, ცხოვრებასთან ჭიდილს, რაც რეალურად გვავითარებს, ყველაფერი მოგვარებული, მოწესრიგებული და უსაფრთხო გვირჩევნია. - გარობოტებული საზოგადოება, რაშიც ჩვენი როლი მხოლოდ გარეგნულია და უმნიშვნელო. გაოცებულები ვართ ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანების ტექნოლოგიური მიღწევებით, რომლებიც ჩვენს კომფორტს და “ლეშად” ქცევას უწობს ხელს. ჩვენს რაღაც მხარეებზე მთლიანად უარს ვამბობთ, ვკლავთ მათ საკუთარ თავში, მაგრამ საკუთარ მესთან, მიჩქმალულ, დამალულ რეალურ მესთან შეჯახება გარდაუვალია.

შეიძლება ითქვას, რომ სამყარო თავდაყირა დგას - ჩვენ მის ამოტრიალებას (ჩვენში) უნდა ვცდილობდეთ, და როდესაც გავსწორდებით, მოგვეჩვენება, რომ ყველაფერი უკუღმაა - სწორედ ეს არის აფსურდის საგალობელი, რომელიც არ ემორჩილება წესებსა და კანონებს, ის თვით ქაოსია, რომელიც იწვევს რღვევას ჩვენში - რომლის გარეშეც სიცოცხლე დუნე და არაფერის მომცემი იქნებოდა.

მივდივართ უცხოეთში, დავდივართ ველოსიპედით სამსახურში, წამოვკოტრიალდებით წიგნებით მინდორში და ამას აუცილებლად სელფს მოვაყოლებთ, თუ როგორი “თავისუფლები” და “ლაღები” ვართ.

ძალიან სწრაფად ვახერხებთ სხვების "დანაშაულის" დანახვას, რომელიც, ისევ საკუთარი თავიდან, მორალიდან გადმომდინარეობს, რადგან საერთოდ არ ვიცნობთ ჩვენს თავს და ჩვენივე შეცდომების მიმართ ბრმანი ვართ. განვსაზღვრავთ და განვსჯით, მოვუწოდებთ და ვუქადაგებთ არსაიდან მოსულ, დაზეპირებულ "ჭეშმარიტებებს", რომლებიც ამა თუ იმ "განვითარების" პერიოდში გვიყალიბდება [შთაგვაგონებენ].

ვაკეთებთ "არტვორქებს" ჩაბეჭდილი მოცემულობებით, ვაკეთებთ გამოფენებს, პრეზენტაციებს. ეს ყველაფერი კი მხოლოდ საკუთარი თავის უსაფუძვლო თვითშეფასების ამაღლებასა და თუ შეილძლება ამას საზეოგადება ეწოდოს, მასში დაკმვიდრებას ემსახურება. ვატყუებთ საკუთარ თავებსაც და სხვებსაც. არ ვიწვევთ შინგაგან კონფლიქტებს რაც ჩვენს “ზრდასა” თუ წინსვლას გამოიწვევს, მაგრამ არ ვერიდებით კონფლიქტებს ადამიანებთან, რომლებიც ჩვენს ფასადურ სახეს უარყოფენ, რათა დავუმტკიცოთ ჩვენი არსაიდან მოსული ცოდნა და ღირებულებები.

მაშინ დავიწყებთ საკუთარი თავის შეცნობას, როდესაც დავიწყებთ ჩვენი ეგოს დათრგუნვას - ჩვენი თავის სცენაზე შიშველად წარდგენას, ყოვლეგვარი იმიჯებისგან, შეფუთულისილამზეებისგან და “რაციონალიზმისგან” დაცლილს.

როდესაცდავივიწყებთ განსაზღვრებებს რა არის “კარგი” და რა არის “ცუდი”, აღარ ვიფიქრებთ რომელი მივიღოთ და რომელი უარვყოთ, მხოლოდ მაშინ გავხდებით ჩვენი თავი, როდესაცმთელი ჩვენი არსებით, კარგით თუ ცუდით წარვუდგებით ჩვენს თავს, - ჩვენს თავს და არა სხვებს. დავრჩებით სრულიად მარტონი - რაც უდიდესი ტრანსფორმაციაა, რადგან ტვინს ეშინია მარტოობის, ჭირდება ვინმე, ვისაც დაეყრდნობა, იწვევს შფოთვებს, დეპრესიას, ვკანკალებთ, გვეშინია და გვარგძნობინებს, რომ რაღაცას არასწორედ ვაეკთებთ. ჩვნც მაშინვე ჩვენივე სურვილების მონებად ვიქცევით, ვიწყებთ ქმდებას -მივისწრაფით მასისკენ, სადაც ყველაფერი მარტივი და მშვიდია - კლუბებში, სექტებში, ეკლესიებსა თუ “ინტელექტუალთა” ყრილობებზე, გამოფენებსა თუ “არტ” სკოლებში, რათა დავუმტიცოთ საკუთარ თვს ჩვენი არსებობის ღიერებულება, რაც იწვევს ფსევდო, დროებით სიმშვიდეს.

საჭიროა გავსცდეთ საზღვრებს, ვაკეთოთ ის, რაც ყველაზე მეტად გვაშინებს და გვიქმნის დისკომფორტს - ეს არის ადამიანის რღვევის (განვითარების) გზა. არ უნდა გავხდეთ ლოგიკისა და გონების მსხვერპლი, რაც მუდმივად ჩიხში შეგვიყვანს, გონებაც და გულიც სხეულს ეკუთვნის, ჩემი აზრით კი მათ უნდა გავცდეთ…

და ბოლოს ერთი ჩემი Facebook მეგობრის სტატუსაც მოგიყვანთ,:

.''სწავლა'' იწყება ხალხო!

ლექსიკონი:

''სწავლა''-ადამიანის ცნობიერების დამონების, ადამიანში შიშის ჩანერგვისა და ადამიანის დაზომბირების, გამოთაყვანების პროცესი, რომელიც ხდება ''კანონიერად''' კაცობრიობისა და თითოეული სულის საზიანოდ....”

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG