Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი კეკელიძე


გიორგი კეკელიძე ეროვნულ ბიბლიოთეკაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:23:46 0:00
გადმოწერა
6 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე. მისი თქმით, ეროვნული ბიბლიოთეკის ოთხივე კორპუსი რთულ მდგომარეობაშია. მძიმე ვითარებაა წიგნის ფონდში. ეროვნული ბიბლიოთეკის მეხუთე კორპუსი იმდენად არის დაზიანებული, რომ იქ მუშაობა საშიშია ჯანმრთელობისთვის. ბიბლიოთეკის კორპუსების სრული რეაბილიტაციისთვის რამდენიმე მილიონი ლარია საჭირო. როგორც გიორგი კეკელიძე ამბობს, სახელმწიფო ბიუჯეტში ბიბლიოთეკის სარემონტო სამუშაოებისათვის თანხა არ არის გამოყოფილი. სწორედ ამიტომ ის ფონდის შექმნის იდეით გამოდის და მოუწოდებს ხელისუფლებას, ბიზნესმენებსა და საზოგადოების რიგით წევრებს ერთად დადგნენ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გადასარჩენად.
please wait

No media source currently available

0:00 0:23:40 0:00
გადმოწერა
XS
SM
MD
LG