Accessibility links

logo-print

მარგველაშვილი ტრამპის ტრიუმფს გრძელი მისალოცით გამოეხმაურა


ლევან ბოძაშვილი

ლევან ბოძაშვილი

საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა გრძელი მისალოცი წერილი, რომელშიც გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს მადლობას უხდის „საქართველოს სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიული განვითარების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური სწრაფვის ურყევ მხარდაჭერაში აშშ-ის განსაკუთრებული როლისათვის“. თუმცა, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო გამოსვლებით თუ ვიმსჯელებთ, აშშ-ის ახალი პრეზიდენტი არათუ სხვა ქვეყნების ევროპული და ევროატლანტიკური სწრაფვის ურყევი მხარდამჭერი არ ჩანს, არამედ სკეპტიკურად უყურებს თავად ნატოსა და ევროკავშირის ამ ფორმით არსებობას. საქართველოს პრეზიდენტის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ლევან ბოძაშვილი დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპის ასეთი წინასაარჩევნო რიტორიკა ინაუგურაციის შემდეგ მალევე შეიცვლება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG