Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი თავდგირიძე: უნდა დასრულდეს თვალში ნაცრის შეყრის პოლიტიკა


გიორგი თავდგირიძე
გიორგი თავდგირიძე

30 მაისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, შეჩერებული ყოფილა საკონტრაქტო სამსახურის მსურველთა მიღება. სამწლიანი ინტერვალის შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ცდილობენ ამ ხარვეზის აღმოფხვრას და დასაწყისისთვის რეკრუტების ორი ჯგუფიც მიიღეს.

„წელს დაახლოებით 1000 ადამიანით შეივსო ჯარი და უკვე ინტერესის და მოთხოვნის შესაბამისად ვგეგმავთ 2017 და 2018 წლებს. ასე რომ, ყველას გელოდებით ჯარში, გელოდებით საკუთარი სამშობლოს სამსახურში“, - ნათქვამია თავდაცვის მინისტრის მიმართვაში, რომელიც საკონტრაქტო სამსახურით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. რატომ იყო შეწყვეტილი მთელი სამი წლის განმავლობაში საქართველოს არმიაში რეკრუტების მიღება და რატომ სჭირდება ახალგაზრდობას სამხედრო მოვალეობის აგრესიული საინფორმაციო პოლიტიკით შეხსენება იმ ფონზე, როდესაც ყველა გამოკითხვით არმიის მიმართ ნდობა ძალიან მაღალია? ამ და სხვა საკითხებზე ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, გიორგი თავდგირიძე.

დაბრკოლების ზოლი
please wait

No media source currently available

0:00 1:00:00 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG