Accessibility links

საფრანგეთი „გაოცებულია“ ხაინდრავასთან დაკავშირებული მასალის გამოქვეყნებით


გოგა ხაინდრავა

გოგა ხაინდრავა

"ჩვენ გაოცებულნი ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც საფრანგეთში მიმდინარე ერთი საქმის საგამოძიებო საიდუმლოს წარმოადგენს და ეხება შესაძლო გარიგებას ქართველ ოპოზიციონერსა და საფრანგეთში მოქმედ ქართული წარმომავლობის კრიმინალურ ჯგუფებს შორის", - ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის მოადგილის ვენსან ფლორეანის განცხადებაში, რომელიც საქართველოში საფრანგეთის საელჩოს საიტზეა გამოქვეყნებული. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საფრანგეთის ხელისუფლებას ამ ინფორმაციის გამოქვეყნების ნებართვა არავითარ შემთხვევაში არ გაუცია, რის უფლებაც, სხვათა შორის, მას არ გააჩნია. საუბარია ფარულ ჩანაწერებზე, რომელზეც საფრანგეთში მცხოვრებს ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ ცნობილი ქართველი კინოდოკუმენტალისტის გოგა ხაინდრავას შეხვედრაა აღბეჭდილი. წინასაარჩევნო მგრძნობიარე კონტექსტში, მით უმეტეს, როცა ის საქართველოს პენიტენციალურ დაწესებულებებში წამების შემთხვევების მხილებამ კიდევ უფრო დაძაბა, ძიებაში მყოფი ნებისმიერი საქმის გამოყენებას შეუძლია არჩევნების ნორმალურად ჩატარებაზე იმოქმედოს, - აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირის განცხადებაში. საფრანგეთი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერი იღონოს იმისათვის, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას თავის მხრივ „გაკვირვებით“ უპასუხა საქართველოს პროკურატურამ. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანმა განაცხადა, საქართველოს საფრანგეთის კომპეტენტურ უწყებებს შორის თანამშრომლობის არც ერთ ეტაპზე, ფრანგულ მხარესთან ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე ვალდებულება არ აუღია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG