Accessibility links

logo-print

მეთორმეტე დღეა, გონიოს მცხოვრებნი ბათუმში საპროტესტო აქციას მართავენმოთხოვნით, დაუბრუნონ მათთვის ექვსი წლის წინ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები. საქართველოს წინა ხელისუფლებამ 270-ზე მეტ ოჯახს იჯარით გაცემული მიწა ჯერ დაუკანონა, ხოლო შემდეგ ჩამოართვა, ამჟამინდელი ხელისუფლება კი მათ ორიოდე წლის წინ დაჰპირდა, რომ საკუთრების უფლებას აღუდგენდა. საგანგებო კომისიის წევრებმა აქციის მონაწილეებს ერთი კვირის წინ განუმარტეს, რომ საკითხი გადაწყვეტილია, მაგრამ მას შემდეგ გონიოელებისთვის აღარაფერი უცნობებიათ. აქციის რამდენიმე მონაწილემ შიმშილობა დაიწყო აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ სამი მოქალაქე დააკავა. ფაქტს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დაირღვა მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება.

22 ივნისს აჭარის მთავრობის სახლთან პოლიციამ გონიოელებისსაპროტესტო აქცია მას შემდეგ დაშალა, რაც ოთხმა მოქალაქემ შიმშილობა გამოაცხადა. სამართალდამცავებმა აქციისსამი მონაწილე დააკავეს, რამაცგონიოს მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია

აჭარის მთავრობის სახლთან გონიოს ასამდე მკვიდრი მიწის საკუთრების უფლების აღდგენას ითხოვდა. პოლიციამ მათკარვების გაშლის საშუალება არ მისცა დაკარვები, დროშები და ტრანსპარანტები ჩამოართვა:

„პოლიცია დაგვერია. ჩვენ, მოშიმშილეებს, გვეფარებოდნენ ქალები. მათზე უფრო მეტი აგრესია გამოავლინეს, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩვენგან კი სიტყვიერი შეურაცხყოფაც არ ყოფილა პოლიციის მიმართ“.

„მოშიმშილე ხალხს ვეფარებოდი, პოლიცია რომ მოვიდა. ხან აქეთ მოგვარტყა, ხან იქეთ. არავინ არ ელოდა, ასე თუ მოიქცეოდნენ დღევანდელ მთავრობაში. სააკაშვილის უკვირდათ და უარესი გააკეთეს დღეს“, - ამბობენ აქციის მონაწილეები.

აქციის სამი მონაწილე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომერთი ბრალდებული გაამართლა, ორი დაკავებულის სასამართლო პროცესი კი გადაიდო. მათ ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასიციაცია იცავს. საიას ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ საპროტესტო აქციის დაშლისასპოლიციამ უფლებამოსილებას გადაამეტა:

„პოლიციელთა მხრიდან გონიოს მცხოვრებთა აქციის დაშლა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.კონსტიტუციური უფლების ხელყოფა, მისი რეალიზაციის საშუალებაში ჩარევა დაუსაბუთებლად - ეს უკვე დანაშაულია. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დაიწყოს გამოძიება“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიაქციის დაშლაზე კომენტარს არ აკეთებენ.პროკურატურას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. მისი განცხადებით,22 ივნისს ბათუმში საპროტესტო აქციის დაშლის დროს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მოქმედებები სამართლებრივი სივრციდან გავიდა - პოლიციამ დაარღვია აქციის მონაწილეთა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, გამოხატვის თავისუფლება. ციალა ქათამიძე, რომელიც აჭარაში მიმდინარე პროცესს აკვირდება, ამბობს:

„აქციის მონაწილეებს არ დაურღვევიათ რეალურად არც ერთი მოქმედი სამართლებრივი ნორმატიული აქტი, არ გადაუკეტავთ გზა, არ შეფერხებულა ავტომობილებისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება და რეალურად არ არსებობდა არანაირი საფუძველი, რომ პოლიციელებს მოეხდინათ მსგავსი ტიპის რეაგირება, რაც მოხდა“.

სახალხო დამცველი არაერთ ანგარიშში ლაპარაკობს გონიოს მოსახლეობის საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტზე.ომბუდსმენი ხელისუფლებასურჩევს პრობლემა მოაგვაროს. გონიოს მიწებისსაკითხს ბათუმის საკუთრების აღიარების კომისია 2014 წლიდან განიხილავს. გონიოელები 12 დღეა საპროტესტო აქციაზე სწორედ ამ კომისიის სხდომის ჩატარებასა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებასითხოვენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ენვერ ირემაძე, ამბობს, რომსხდომა 3-ჯერ გადაიდო:

„ჩვენ მიწას არ ვითხოვთ, ვითხოვთ ადმინისტრაციული აქტის გამოცემას! ჩვენ ყოველდღე გვპირდებიან, ხვალ იქნება, ზეგ იქნებაო და საშველი არ დაადგა. ცხრა დღის განმავლობაში გონიოდან დადის 150-200 ადამიანი და მათ ატყუებენ ყოველდღიურად. არ გამოჩნდა ერთი ისეთი ადამინი, რომელიც ოფიციალურად განაცხადებს, რომ სხდომა იქნებახვალ ან ზეგ. ამის შემდეგ მე პირობა მივეცი მათ, რომ ჩვენ დავიშლებოდით და გადაწყვეტილებას დაველოდებოდით“.

კითხვაზე, როდის ჩატარდება საკუთრების აღიარების კომისიის სხდომა, პასუხი არც ბათუმის საკრებულოს თავჯმდომარეს ირაკლი ჭეიშვილს აქვს.22 ივნისს ის აქციის მონაწილეებსშეხვდა,შემდეგ კი ჟურნალისტებთან განაცხადა:

„უახლოეს დღეებში ექნებათ პასუხი... დამაკმაყოფილებელი იქნება თუ უარყოფითი, პასუხი პასუხია... შესაბამისად, არავინ არაფერს არ დაჰპირებია“.

მიწები, რომლის დაბრუნებასაც გონიოს ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვს, სახელმწიფო საკუთრებაა. 56 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გინიოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან, გონიოს ციხესთან, მდებარეობს. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ მიწები აჭარის ხელისუფლების საკუთრებაა და გადაწყვეტილებაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს:

„გონიოს ციხე არის მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლი. ეს არის აჭარის ხელისუფლების გადასაწყვეტი. მე ვფიქრობ, რომ გონიოს ციხის გარშემო უნდა არსებობდეს სანიტარული ზონა, სადაც სწორი ინფრასტრუქტურა იქნება განვითარებული, მაგრამ თუ ვიღაცას რაღაცა ეკუთვნის, მან ან მიწა უნდა მიიღოს, ან კომპენსაცია“.

გონიოს მიწების თემაზე მედიასთან კომენტარი გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემაც:

„გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო. ჩვენ კონსულტაციას გავივლით... საკრებულოს გადაწყვეტილების შემდეგ პროცედურებში ჩართული იქნება, სავარაუდოდ, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, რადგან ეს არის შემდგომი პროცედურების გამტარებელი. ამიტომ ამ კონსულტაციებში ჩართულნი ვართ ზოგადად“.

მიწის საკუთრების აღდგენის მოთხოვნით გონიოელების საპროეტესტო აქცია ბათუმში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 22 ივნისს, აჭარის მთავრობის სახლთან აქციის დაშლის შემდეგ, მათ საკრებულოს შენობასთანგადაინაცვლეს. დაშლას არ აპირებენ, ვიდრეხელისუფლება გონიოს მიწებზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG