Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორბაჩოვი: აშშ-სა და რუსეთს შორის დაძაბულობამ "სახიფათო წერტილს" მიაღწია


მიხაილ გორბაჩოვი
მიხაილ გორბაჩოვი

ყოფილმა საბჭოთა ლიდერმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა, მიხაილ გორბაჩოვმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ მსოფლიომ მიაღწია "სახიფათო წერტილს", რადგან აშშ-სა და რუსეთს შორის დაძაბულობა გაუარესდა სირიის კონფლიქტის გამო. მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობამ უკვე მიაღწია “ცივი ომის“ სტადიას უკრაინის გამო. ურთიერთობა ერთობ გაუარესდა მას მერე, რაც აშშ-მა შეწყვიტა რუსეთთან მოლაპარაკება სირიაში ცეცხლის შეწყვეტის გარშემო და ოფიციალურად დასდო ბრალი რუსეთს აშშ-ის პოლიტიკურ ობიექტებზე ჰაკერული თავდასხმების განხორციელებაში არჩევნების პერიოდში. კრემლმა შეაჩერა ბირთვულ სფეროში მიღწეული არაერთი შეთანხმება და გააძლიერა სამხედრო ყოფნა სირიაში, ასევე ევროკავშირის საზღვრებთან. გორბაჩოვმა, რომლის სახელს უკავშირდება დასავლეთთან „ცივი ომის“ დასრულება და აშშ-სთან ბირთვულ სფეროში მნიშვნელოვანი ხელშეკრულების მიღწევა, რუსეთის სახელმწიფო მედიას უთხრა, რომ მას არ სურს რეცეპტი გასცეს, მაგრამ ამგვარი განვითარება უნდა შეჩერდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG