Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში ბაზრის მოვაჭრეების აქცია დაკავებით დასრულდა


საპროტესტო აქცია გორში
საპროტესტო აქცია გორში
გორში აგრარული ბაზრის მოვაჭრეების აქცია ინციდენტით დასრულდა: ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვისას პოლიციამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე, უშანგი ბაშარული, დააკავა. მანამდე პოლიციელებისა და მოვაჭრეების შეხლა-შემოხლა არაერთხელ მოხდა. მესამე დღეა გორში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ბაზრის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების შეთანხმების საფუძველზე აგრარული ბაზარი 20 იანვრიდან ქალაქგარეთ, წმინდაწყლის დასახლებაში უნდა გადავიდეს. ბაზრის კერძო მფლობელმა საქართველო-ისრაელის კომპანიამ ახალი ბაზრის მშენებლობა უკვე დაამთავრა და ახლა, ხელისუფლების დახმარებით, მოვაჭრეების იქ გადაყვანას ელოდება. მოვაჭრეები კი პროტესტს აცხადებენ და ძველი ბაზრის შესანარჩუნებლად იბრძვიან. მათი თქმით, ქალაქგარეთ მომხმარებელი არ მივა, გაიზრდება გადასახადები და მათი ეკონომიური მდგომარეობა გაუარესდება.
არეულობა გორის ბაზართან დაკავშირებით
please wait

No media source currently available

0:00 0:04:53 0:00


ამ დილით ხელისუფლებასთან დაწყებული მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა პაპუნა კობერიძემ აქციის მონააწილეებს მოუწოდა კიდევ რამდენიმე დღე შეიკავონ თავი, რომ ბაზრის მფლობელებთან მოლაპარაკება გამართოს.

გამგებლის პასუხმა აქციის მონაწილეები არ დააკმაყოფილა და მოვაჭრეები ცენტრალური ავტომაგისტრალის გადასაკეტად გაემართნენ.

ადგილობრივმა პოლიციამ მობილიზება სწრაფად მოახდინა. რამდენიმე ადგილას მათ კორდონიც მოაწყვეს და შეეცადნენ აქციის მონაწილეები მაგისტრალისკენ არ გაეშვათ, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. მოხდა შეხლა-შემოხლა, რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა, მაგისტრალის გადაკეტვის მცდელობისას კი ერთი ადამიანი დააკავეს. ცენტრალურ მაგისტრალზე შეკრებილებთან შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი მივიდა, რომელმაც აქციის მონაწილეების საინიციატივო ჯგუფს ინვესტორების ჩამოსვლამდე მოლაპარაკების დაწყება, დანარჩენ მოვაჭრეებს კი ბაზარში მუშაობის გაგრძელება შესთავაზა.

აქციის დასასრულს მოვაჭრეებმა ბაზრის ტერიტორიაზე გადაინაცვლეს და გადაწყვიტეს მოლაპარაკებების დასრულებას დაელოდონ.

გორის ბაზრის გადატანის პრობლემა 1 წლის წინ წარმოიშვა. მაშინ მოვაჭრეებმა გამგეობის წინ პერმანენტული აქციები გამართეს. დავაში პარლამენტის დეპუტატებიც ჩაერთვნენ. ახალი ხელისუფლება 2 ჯერ წავიდა კომპრომისზე: ბაზრის გადატანა ჯერ 2013 წლის მაისამდე, შემდეგ კი, მოახლოებული არჩევნების გამო, 2014 წლის 20 იანვრამდე გადაიდო. მოვაჭრეები ისევ საპროტესტო აქციებს მართავენ და ბაზრის ძველ ადგილზე დატოვებას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG